ს ა ს წ ა ვ ლ ო გ ე გ მ ი ს ნ ი მ უ შ ი (პუნქტების მოკლე აღწერა)

1. გაკვეთილის თემა

მზის სისტემა

2. სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი V კლასი


3. ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

საგნები

მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი

  1. სამყარო
  2. ქართული
  3. მუსიკა
  4. ხატვა
  5. უცხო ენა(ინგლისური)

1.ნინო ვაშალომიძე

2.მაკა ტუღუში

3.ოთარი თოდიძე

4.გულნარა ღლონტი

5.გულნარა ვარშანიძე

4. მოსწავლეთა რაოდენობა

16 მოსწავლე

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

15 მოსწავლე – წინმსწრები

1 მოსწავლე – ძნელად აღსაზრდელი(ანა მოდებაძე)

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

მიზანი: სამყარო

მოსწავლეებმა უნდა გაიგონ: რა შედის მზის სისტემაში

რამდენი პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო

სიტყვა პლანეტის განსაზღვრება

დაიმახსოვრონ: პლანეტების სახელწოდებები

ორბიტის განსაზღვრება

ტელესკოპის განსაზღვრება

განასხვაონ: პლანეტები და თანამგზავრები

ვარსვლავებისაგან

შექმნან: მზის სისტემის ჩანახატები

(უკეთ დამახსოვრებისათვის)

გაანალიზონ: გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია და

გამოყონ მთავარი

გამოიმუშაონ: მსჯელობის, პრაქტიკული აზროვნებისა

და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები

მიზანი: ქართული

გაიხსენონ ლექსები მზის სისტემაში შემავალ ციურ სხეულებზე

მიზანი: უცხო ენა

გაიხსენონ ლექსები მზის სისტემაში შემავალ ციურ სხეულებზე

მიზანი: მუსიკა

გაიხსენონ სიმღრები მზის სისტემაში შემავალ ციურ სხეულებზე

მიზანი: ხატვა

დახატონ, შექმნან: მზის სისტმის მარტივი სქემა

დაიმახსოვრონ: პლანეტების სახელები




7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

შედეგი: სამყარო

გასცეს პასუხი კითხვას რას გულისხმობს მზის სისტემა. რამდენი პლანეტა შედის მასში. როგორ არიან მზის მიმართ განლაგებულნი, რატომ ეწოდათ პლანეტები, რომ დედამიწის თანამგზავრია მთვარე, რომ პლანეტბი მოწესრიგებულად დადიან, გაიგეს ტელესკოპის მნიშვნელობა, რომ პლანეტბს თავისი შუქი არ გააჩნიათ, რომ მზესთან ყველაზე ახლო პლანეტა მერკურია, პლანეტების სახელწოდებები დაიმახსოვრეს, გაიგეს რა არის თანამგზავრი.

შედეგი: ქართული

გაიხსნეს ის ლექსები რომლბშიც მოხსენებული იყო მზის სისტემაში შემავალი ციური სხეულების სახელები(მზე, დედამიწა, მთვარე)

შედეგი: უცხო ენა

გაიხსენეს ლექსები ინგლისურად მზეზე, მთვარეზე, დედამიწაზე

შედეგი: მუსიკა

სიმღერა დაუკავშირეს მზის სისტემაში შემავალ ციური სხეულების სახელებს

შედეგი: ხატვა

სამივე გუნდმა მოახრხა მზის სისეტმის დახატვა. ერთ-ერთმა გუნდმა შარჟის სტილში შექმნა ჩანახატი: დიდი მზე სუფრის თავში(როგორც ოჯახის უფროსი), ხოლო პლანტები მაგიდის ირგვლივ სკამებზე ჩამოსვეს











8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

ზარის დარეკვისთანავე შევდივარ კლასში და ვამოწმებ სწრებადობას.(დრო 1წთ)

ვსვამ კითხვებს გონებრივი იერიშისათვის : (მოვამზადო ნიადაგი ახალი მასალის ახსნისათვი)

  1. რას ნიშნავს სიტყვა კოსმოსი?

კოსმოსი ძველი ბერძნული სიტყვაა და წესრიგს ნიშნავს(მოსწ. ქ.ღლონტი)

  1. რომელია ციური სხეულები?

ვარსვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე...(მოსწ. გოგუაძე)

  1. როგორ ციური სხეულია მზე?

მზე უზარმაზარი გავარვარებული ციური სხეულია(მოსწ. ნინუა)

(დრო 1 წთ.)

კლასს ვეკითხები რა იციან მზის სისტემის შესახებ.

რა ვიცით_არაფერი

რა მინდა ვიცოდე : რას გულისხმობს მზის სისტემა, რისგან შედგება იგი

ვიწყებ მინი ლექციას თემაზე: მზის სისტემა(გაიგონ რა არის მზის სისტემა)

მზის სისტემის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა მზის ოჯახი.

როგორც თქვენი ოჯახი შედგება რამდნიმე წევრისაგან , ასევე მზის ოჯახიც შდგება რამდენიმე წევრისაგან, და ამ წევრებს ჰქვია არა დედა, მამა, და, ძმა, არამედ პლანეტები, რომელთა რაოდენობა არის 9. თითოულს თავისი სახელი ჰქვია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი(ამ დროს დაფაზე ვხატავ მზის სისტემას ორბიტის თანხლბით).

გავარკვიოთ, რატომ ეწოდა მზის ოჯახის წევრებს პლანეტები.

ადამიანები უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ცას და დაასკვნეს, რომ: ღამით ცაზე ვარსკვლავებს , რომ ვუწოდებთ, ისინი ისე ამოდიოდნენ და ჩადიოდნენ , რომ მათ შორის განლაგება არ იცვლებოდა, მხოლოდ ამ წესს არ ემორჩილება 5 ციური სხეული, ისინი ცაზე მოძრაობდნენ განსხვავებულად, ამიტომ მათ ქართველებმა ''ცთომილები '' უწოდეს, თითქოს შეცოდმით დადიანო ცის სივრცეში, ხოლო ძველი დროის ბერძნებმა ამ სხულებს ''პლანეტები'' შეარქვეს, რაც ხეტიალს, უწესრიგოდ მოძრაობას ნიშნავს. სინამდვილში მოწესრიგებულად დადიან, ერთმანეთის გზაზე არ გადადიან.

ხუთი პლანეტა იმიტო შეამჩნის , რომ მაშინ ადამიანბი შეუიარაღებული თვალით მეტ პლანტბს ვერ ხედავენ. შემდგომ გამოიგონეს ხელსაწყო ტელესკოპი, რომლითაც ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ და ასე გაირკვა 9 პლანეტის არსბობა.

იმ გზას, რომელსაც პლანტები მზის გარშემო შემოვლისას გაივლის ორბიტა ეწოდება.

ვარსკვლავები მზის სისტემაში არ შედიან, ისინი მათ ოჯახის გარე მეზობლები არიან. ვარსკვლავებს გააჩნიათ თავიანთი სინათლე , რადგან ისინი გავარვარებულები არიან. 9 პლანეტიდან 7-ს გააჩნია თავისი პატარა შვილები, მათ თანამგზავრბი ეწოდება. მაგ. ყველაზე დიდ პლანეტა იუპიტერს 16 თანამგზავრი ჰყავს. დედამიწის თანამგზავრს ყვლანი იცნობთ, ის მთვარეა. პლანეტებს და მათ თანამგზავრებს საკუთარი სინათლე არ გააჩნიათ, ისინი მზის სხივებით ნათდებიან.

განწყობისათვის: შვილი ეკითხება მამას:

- მამი, მამი, მთავრეზე ადამიანები ცხოვრობენო?

- ვერ ხედავ შუქი უნთიათო! პასუხობს მამა.

(დრო 5წთ.)

პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სლაიდებს(რათა უკეთ დამახსოვრონ. ასჯერ გაგონილს ერთხელნანახი სჯობიაო) მზის სისტმის შესახებ. (დრო 3-4 წთ.)

კითხვები გონებრივი იერიშისათვის:

1. რა არის მზის სისტემა?

მზის სისტემა არის მზის ოჯახი. მის გარშემო მბრუნავი პლანეტბი და მათი თანამგზავრები(მოსწ. ქ. ღლონტი)

2. რისგან შედგება მზის სისტემა?

მზის სისტემა შედგება მზისა და 9 პლანეტისაგან(მოსწ. გოგუაძე)

3. რა არის ტელესკოპი?

ხელსაწყო, რომლითაც ციურ სხეულებს აკვირდბიან(მოსწ. ნინუა)

4. შედიან თუ არა ვარსკვლავები მზის სისტემაში?

არა(მოსწ. სიხარულიძე)

(დრო 2 წთ.)

ვიყენებთ როლებით თამაშის მეთოდს (გაგებულის პრაქტიკული განხორციოელებისათვის და უკეთ დამახსოვრბისათვის)

ვდგამთ მინი სპექტაკლს : მზის სისტმის პლანეტები როგორ არიან განლაგებულნი და როგორ მოძრაობენ მზის გარშემო. თავზე უკეთდება მზისა და პლანეტბის ფოტოსურათებისგან გაკეთებული გვირგვინი და მოძრაობენ მზის ირგვლივ. ლენტის საშუალებით ვაკეთებთ მერკურისა და პლუტონის ორბიტებს.

(დრო 3 წთ.)

მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამოჭრილ ფერად წრეებს პლანეტების სახელწოდებით: მერკური(ყვითელი), ვენერა(წითელი), დედამიწა(მწვანე)...

ვთხოვ იმ მოსწავლეებს, რომლბსაც ერთი ფრის წრეები შეხვდათ შქმნან ერთი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში ხვდბა 5-5 ბავშვი(რათა ამორჩევის გარეშე ადვილად დაამყარონ ნებისმიერ კლასელთან თანამშრომლობა)

სულ 3 ჯგუფია: მერკური, ვენერა, დედამიწა

ვირჩევ ერთ დამკვირვებელს(ძნელად აღსაზრდელს), რომელსაც ვაძლევ დავალბას დააკვირდეს ჯგუფის წევრებს და შემივსოს კითხვარი:

  1. ვინ აქტიურობს
  2. ვინ თანამშრომლობს
  3. ვინ უშლის ხელს

დაფაზე ვწერთ გუნდის დასახელებებს(რათა თვალსაჩინო იყოს შედეგები) დავაკთებ შეფასების რუბრიკას- გუნდურს და ინდივიდუალურს.(გუნდური ფასდება- სწორი პასუხი-1 ქულით,არასწორი 0 ქულით, არასრული 0.5 ქულით)

გუნდური: შეფასების სქემა(ინდივიდუალური)

''მერკური'', ''ვენერა'', ''დედამიწა'' 4-5 6-7 8-10

1.პრეზენტაცია

2.კითხვაზე პასუხი

3.თვალსაჩინოების

გამოყენება

4. დასკვნა

(დრო 2-3წთ.)

(შევამოწმო როგორ გაიგეს ახალი მასალა)

დავალება 1. 1წთ-ის განმავლობაში ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ ნასწავლი ლექსები; შეიძლება ინგლისურადაც. მზის სისტემაში შემავალი პლანეტებისა და თანამგზავრების შესახებ.

''მერკური'': ლექსი: ''მზეო ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორას

სიცივეს კაცი მოუკლავს

საწყალი აგერ გორავს

''ვენერა'': ლექსი მთვარზე: ''Moon River, the red white and blue.

is blowing on the Moon.

In the sea breeze on the Moon

Excuse me mister Singer

''დედამიწა'': ლექსი; ''მზე დედაა ჩემი,

მთვარე მამა ჩემი,

ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები

და და ძმაა ჩემი''

(დრო 3 წთ.)

დავალება 2: 1 წუთის განმავლობაში მოიფიქრონ სიმღერა იმავე თემაზე.

''მერკური'': სიმღერა: ''მზო მზეო ცხრათვალა

ვის უცინი ვისა,

შენ გიცინი პატარა,

დილამშვიდობისა''

''ვენერა'' ---

''დედამიწა'': სიმღერა: ''აქაც მე ვარ,

იქაც მე ვარ,

იმიტომ რომ, მზე ვარ მზე ვარ

ვებერთელა დედამიწამ,

ვებერთელა დედამიწამ,

თვალი გაახილა''

აგრეთვე შემოგვთავაზეს საკუთარი სიმღერა მზეზე და მთვარზე.

(დრო 2-3 წთ)

დავალბა 3. დახატონ მზის სისტმა ანუ ოჯახი.შეუძლიათ სასაცილოდ.

სამივე გუნდმა კარგად გაართვა თავი თუმცა ორიგინალური იყო ''დედამიწა'', რომლმაც დახატა მაგიდა, რომლის თავში დასვა დიდი მზე(როგორც ოჯახის უფროსი) და გვერდით სკამებზე მიუსვა პლანეტები

(დრო 2-3 წთ.)

დავალება 4. წინასწარ დახატული მქონდა თაბახის ფურცლებზე მზის სისტემა, ორბიტები პლანეტების გარეშე, სადაც ფერადი ფლომასტერით მინიშნბული და დანომრილი მქონდა ორბიტაზე ჩაჭრილი ადგილები.გამოჭრილი მქონდა ცალკე მინიატურული ფორმის პლანეტები.

2 წუთის განმავლობაში მინიატურული პლანეტები უნდა ჩაესვათ შესაბამის ორბიტბზე.

დავალება ყველამ შეასრულა, ყველაზე ზუსტად კი ''ვენერა''-ს გუნდმა მოიპივა თითი ქულა. სხვებმა ნახევარი.

(დრო 2-3 წთ)

დავალება 5. 2-3 წუთის განმავლობაში ჯგუფებს უნდა გაეკეთებინათ დასკვნა: ჩამოეწერათ რა გაიგეს ახალი მასალიდან.

''მერკური'': მზის სისტემაში შედის 9 პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა,

მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. ორბიტა არის გზა, რომელსაც პლანეტები გაივლიან მზის გარშემო. პლანტებს ჰყავთ თანამგზავნრები. პლანეტებს თავისი შუქი არა აქვთ.

''ვენერა'': ტელესკოპი არის ხელსაწყო ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად. მზის სისტემაში შედის 9 პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. პლანეტების ირგვლივ მოძრაობენ თანამგზავრები. დედამიწის თანამგზავრია მთვარე, იუპიტერს, ყველაზე დიდი პლანეტას 16 თანამგზავრი ჰყავს. პლანეტები ნათდებიან მზის შუქით.

''დედამიწა'': პლანეტა ნიშნავს მოხეტიალეს. სულ 9 პლანეტაა. მზესთან ყველაზე ახლოსაა მერკური.ციური სხეულებია მთვარე, დედამიწა, მზე.

საუკეთესო იყო ''ვენერა''-ს გუნდი.

(დრო 4 წთ.)

დავალება 6: ბოლოს გუნდები უსვამენ ერთმანეთს თითი შეკითხვას.

''მერკური'':

  1. ჩამოთვალე პლანეტები

მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი

''ვენერა''

  1. რა არის ორბიტა?

გზას რომელსაც პლანეტები გადიან მზის გარშემო

''დედამიწა''

  1. რა არის თანამგზავრი?

თანამგზავრი არის პლანეტების პატარა შვილები

ბოლოს დამკვირვბელი ანა მოდებაძე მიბრუნებს შევსებულ კითხვარს. აქტიურობს ყველა, ხელს არავინ უშლიდა გაკვეთილის პროცესს.

ვაძლევ საშინაო დავალებას: მზის სისტემა, გვ.9. კითხვა 1, 2. დასახატი სურათი 5(მზის სისტემა).

დავალება: მოიფიქრონ ზღაპარი მზის სისტემაში შემავალი პლანტების მონაწილეობით.(რათა დაისწავლონ და განამტკიცონ ახალი მასალა)

(დრო 1 წთ)

1.



9. შეფასება

გამარჯვებული გუნდი ''ვენერა'' ფასდება 8-10 ქულით. მთელი კლასი ჩართულობაში ფასდბა 10 ქულით.

ინდივიდუალურად ვაფასებ რუბრიკის მიხევით 3 მოსწავლეს: (სხვა გუნდებიდან)

ღლონტი- 10 ქულა

გიორგაძე- 9 ქულა

ნინუა- 9 ქულა










10.საკლასო მენეჯმენტი _

საგანმანათლებლო რესურსები

  1. კომპიუტერი და პროექტორი 1 ც.
  2. ტელესკოპი 1ც.
  3. მზის სისტემის პლაკატები და ფოტოსურათები(გვირგვინები პლანეტების დასახელებებით
  4. მზის სისტემის მინიატურული მოდელი
  5. ფერადი წრები ჯგუფების შესაქმნელად
  6. ლენტი ორბიტის იმიტაციისათვის
  7. გუნდების სახელწოდებების მაკეტი
  8. დაფა, ცარცი
  9. ფურცლები და ფანქრები


ნაბეჭდი: სახელმძღვანელო ''სამყარო'' (კვანტალიანი, გელაშვილი) გვ. 9 2008 წ.

ელექტრონული: www.google.ge (საძიებელი სიტვა: მზის სისტმა(solar system))

www.ka.wikipdia.org

office presention

შეფასების ფურცელი

შედგები

4-5 ქულა

6-7 ქულა

8-10 ქულა

1. პრეზენტაცია

ლოგიკა დარღვეულია და ბუნდოვანი

ლოგიკურად არის აგებული მცირე ხარვზებით

ლოგიკურადაა აგუებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია

2. შეკითხვბზე პასუხი

უჭირს პასუხის გაცემა

თითქმის ყველა კითხვას პასუხობს

ყველა კითხვას პასუხობს

3. თვალსაჩინოების გამოყენება

ვერ იყენბს

იყენებს მწირად

იყენებს შესაბამისად

4. დასკვნების გაკეთება

ვერ აკეთებს. არის მცდელობა

არის მცდელობა, დასახვეწია

ლოგიკურად კარგად ჩამოყალიბებულია

დამკვირვებლის ფურცლი

''მერკური''

  1. ვინ აქტიურობს?-ყველა
  2. ვინ უშლის ხელს?---
  3. ვინ თანამშრომლობს?-

''ვენერა''

1 . ვინ აქტიურობს?-ყველა

2 . ვინ უშლის ხელს?---

3 . ვინ თანამშრომლობს?-

''დედამიწა''

1. ვინ აქტიურობს?-ყველა

  1. ვინ უშლის ხელს?---
  2. ვინ თანამშრომლობს?-

გუნდების შეფასების სქემა

''მერკური''

''ვენერა''

''დედამიწა''

1. 1 ქულა

2. 1 ქულა

3. 0.5 ქულა

4. 0.5 ქულა

5. 0.5 ქულა

6. 1 ქულა

1 ქულა

0 ქულა

1 ქულა

1 ქულა

1 ქულა

1ქულა

1 ქულა

1 ქულა

0.5 ქულა

0.5 ქულა

0.5 ქულა

1 ქულა

პირველი ადგილი_ვენერა (5 ქულა)